მინიკის ტიპის სალაროს მომხმარებლის ინსტრუქცია:
საკონტროლო-სალარო აპარატის ჩართვა სალარო აპარატის ჩასართავად კლავიატურის მარცხენა ზედა კუთხეში რამდენიმე წამის განმავლობაში დააჭირეთ ჩართვის ღილაკს . აპარატი ჩაირთვება ავტოტესტირების დასრულების შემდეგ და ეკრანზე დაიწერება თარიღი და დრო. აპარატის სამუშაო რეჟიმში შესვლა სამუშაო რეჟიმში შესასვლელად კლავიატურაზე ვაწვებით ღილაკს [ჯამი] და ეკრანზე დაიწერება „სალარო რეჟიმი“, შემდეგ ვაწვებით ისევ ღილაკს [ჯამი] და ეკრანზე დაიწერება „შეიყვანეთ პაროლი“, ვაწვებით ღილაკს [0] და ისევ ღილაკს [ჯამი]. ეკრანზე დაიწერება „0.00“. სალარო აპარატი მოყვანილია სამუშაო რეჟიმში. სალაროს ქვითრის გამოსაწერად კლავიატურაზე აკრიფედ სასურველი თანხა (მძიმის დაფიქსირება საჭირო არ არის) და შემდეგ ვაწვებით ღილაკს [სშ] და ღილაკს [1], ამის შემდეგ ვაწვებით ღილაკს [ჯამი] და ველოდებით ქვითრის ამობეჭდვას. მაგალითად: 3 ლარი და 15 თეთრის გამოსაწერად ვკრეფთ: [3][1][5] --- თანხა [სშ] --- სექციის ნიშანი [1] --- სექცია [ჯამი] --- ამობეჭდვა თუ გსურთ ქვითარში რამდენიმე თანხის ჩაწერა, აკრიფეთ თანხა, მიუთითედ სექციის ნომერი, შემდეგ ისევ აკრიფედ მომდევნო თანხა, მიუთითედ სექცია და ა.შ. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს [ჯამი] ქვითრის საბოლოო ამოსაბეჭდვად. ჩეკში არასწორად შეყვანილი თანხის გაუქმება ან ჩეკის ანულირება იმ შემთხვევაში, თუ თანხა არასწორად არის აკრეფილი, წასაშლელად დააჭირეთ თითი ღილაკს [C] . თუ აკრიფედ თანხა, დააფიქსირეთ ღილაკით [სშ] და სექციის ნომერი ღილაკით [1] და ჯერ არ დაგიხურავთ ქვითარი, დააჭირეთ ღილაკს [ან დაბ] , შემდეგ ღილაკს [ჯამი], რის შემდეგაც ამოიბეჭდება ანულირებული ქვითარი და მასზე ეწერება „დოკუმენტი გაუქმებულია“. Z-ანგარიშის ამობეჭდვა Z-ანგარიშის ამოსაბეჭვდად ღილაკი [რეჟ] მრავალჯერადი დაჭერით, ვეძებთ წარწერას ეკრანზე „ანგარიში დაფარვით“?, შემდეგ ვაწვებით ღილაკს [ჯამი] ეკრანზე დაიწერება „შეიყვანეთ პაროლი“ და დავაჭიროთ ღილაკს [0] ეკრანზე დაიწერება „ანგარიში დაფარვით ფინანსური“? - შემდეგ ვაწვებით ღილაკს [ჯამი] ეკრანზე დაიწერება „ელჟ ამობეჭდვა“? და ვაწვებით ღილაკს [ჯამი], ამოიბეჭდება ელექტრონული ჟურნალი (სამუშაო დღის განმავლობაში გამოწერილი ქვითრების მიხედვით), შემდეგ ვაწვებით ღილაკს [C] და ველოდებით Z-ანგარიშის ამობეჭდვას. ქვითარი ამოიბეჭდება კრიპტოგრამით და ბოლოში დაიხატება ვარსკვლავები შენიშვნა:
1. იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა „არა ლენტი“ - ნიშნავს, რომ აპარატში გათავდა ლენტი ან ქაღალდი აპარატში არ არის სრულად დაფიქსირებული. 2. თუ ლენტზე ამოიბეჭდა წარწერა „ ჩაატარეთ დაფარვა“, უნდა ჩაატაროთ Z-ანგარიშის ფინანსური დაფარვა ( „ჩაატარეთ დაფარვა“ ამოიბეჭდება იმ შემთხვევაში, თუ Z-ანგარიში, არ არის ჩატარებული 24 საათის განმავლობაში)
|
აკლასისი ტიპის სალაროს მომხმარებლის ინსტრუქცია:
სალარო აპარატის ჩასართავად კლავიატურის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ჩართვის წითელ ღილაკს [CLERK] (ასევე შეგიძლიათ ჩართოთ-გამორთოთ აპარატის უკანა მხარეს on-off-ის ღილაკით) სალაროს რეჟიმში შესასვლელად აკრიფეთ [1] [CLERK] [0001][CASH] დაიწერება 0,00 ყოველ მომდევნო დღეს ჩართვის შემდეგ აპარატი ავტომატურად გადადის 0,00 რეჟიმში და ამ პროცედურის გამეორება საჭირო აღარაა. სალაროს ქვითრის გამოსაწერად კლავიატურაზე ვკრეფთ თანხას შემდეგ სექცია და ჯამი მაგალითად 5 ლარის და 20 თეთრის გამოსაწერეად: [520] -თანხა [DP1]-სექცია [CASH]-ამობეჭდვა თუ გსურთ ერთ ქვითარში რამოდენიმე თანხის ჩაწერა თანხის შემდეგ ვაფიქსირებთ სექციით [DP1], შემდეგი თანხა ისევ სექცია ასე შემდეგ და ბოლოს [CASH] ჩეკში არასწორად შეყვანილი თანხის წაშლა ან ჩეკის ანულირება: არასწორად აკრეფილი თანხა იშლება C ღილაკით,თუ თანხა დავაფიქსირეთ სექციაში მაშინ ვაჭერთ ღილაკს A.VOID ვუთითებთ იმ სექციას სადაც დავაფიქსირეთ თანხა არასწორად, შემდეგ ვკრეფთ სწორ თანხას და ვაფიქსირებთ სექციით. თუ გვსურს ჩეკში ყველა თანხის ანულირება ვაჭერთ [SHIFT] და [A.VOID] –(ეს ყველაფერი შესაძლებელია ღილაკით [CASH] დაფიქსირებამდე) Z-ანგარიშის ამობეჭდვა ღილაკით [CLERK] ეკრანზე მოვძებნოთ Z რეჟიმი ამის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს [CASH] შეგვყავს Z-რეჟიმის პაროლი [9999] და ვაჭერთ ორჯერ ღილაკს [CASH] დაიბეჭდება Z-ანგარიში. შენიშვნა: 1.იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა [პრინტერი ქაღალდი არ არის 64]-ნიშნავს რომ აპარატში დამთავრდა საბეჭდი ლენტი. 2. იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა [24საათი x22Zx22 ანგარიში 31] -ნიშნავს რომ არ მომხდარა Z-ის დაფარვა 24 საათის განმაბლობაში-ჩაატარეთ დაფარვა! 3.იმ შემთხვევაში თუ აპარატი პერიოდულად გამოსცემს ხმოვან სიგნალს-ეს ნიშნავს რომ აკუმულიატორი დასამუხტია. ყურადღება სერვერთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში აპარატი დაიბლოკება 72 საათის შემდეგ. (კავშირის აღდგენის შემდეგ აპარატი ავტომატურად გადასცემს დაგროვილ მონაცემებს)
|