ჩვენი კომპანია ”ექს-როუდ” შეიქმნა საკონტროლო-სალარო აპარატების სფეროში 16 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის შპს ”პლაზა”-ს ბაზაზე. საქართველოში ერთ–ერთი იყო, რომელმაც  დანერგა სალარო აპარატები ფისკალური მეხსიერებით. ამ წლების განმავლობაში აღნიშნულმა კომპანიამ მოამზადა მრავალი მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკოსი, რომლებიც წარმატებით უზრუნველყოფთდნენ ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო-სალარო აპარატების გამართულ მუშაობას. 

 

შპს ”ექს–როუდმა”, რუსეთის,ბულგარეთის და ტაივანის ქარხნებთან ერთად, შეიმუშავა საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებული SAM მოდულიანი GPRS-ის სისტემის თანამედროვე საკონტროლო-სალარო აპარატები. ამჟამად ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ სამი მოდელის სალარო აპარატს ”MINIKA-1105”-ს;”ACLAS CRBX”-ს;"ტრემოლ S"-ს

 

შემდგომში კომპანია აგრეთვე მომხმარებელს შესთავაზებს კომერციული საქმიანობისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ისეთ პროდუქციას, როგორიცაა: პოსტტერმინალები, რეგისტრატორები, სასწორები და ა.შ.