შპს  "ექს-როუდ" გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის საკონტროლო-სალარო აპარატებს  TREMOL-S, Aclas-CRBX, MINIKA-1105.  გამოირჩევა ლამაზი დიზაინით, აქვს ძალიან სწრაფი პრინტერი, მუშაობს რბილად და უხმოდ, აქვს  LI-PO - ს სისტემის აკუმალატორი, რომელიც საკმაოდ დიდხანს ძლებს.  სამუშაოდ მარტივი და მოსახერხებელი.

ცენტრალური ოფისი:  თბილისი, ყაზბეგის გამზირი 24 გ. ( აქსისის კორპუსი)

ტელ: 231 26 00 ;  მობ:  551 15 71 71

                                                      

 

 

 

 

მინიკის ტიპის სალაროს მომხმარებლის ინსტრუქცია:


 

საკონტროლო-სალარო აპარატის ჩართვა სალარო აპარატის ჩასართავად კლავიატურის მარცხენა ზედა კუთხეში რამდენიმე წამის განმავლობაში დააჭირეთ ჩართვის ღილაკს . აპარატი ჩაირთვება ავტოტესტირების დასრულების შემდეგ და ეკრანზე დაიწერება თარიღი და დრო.

აპარატის სამუშაო რეჟიმში შესვლა სამუშაო რეჟიმში შესასვლელად კლავიატურაზე ვაწვებით ღილაკს [ჯამი] და ეკრანზე დაიწერება „სალარო რეჟიმი“, შემდეგ ვაწვებით ისევ ღილაკს [ჯამი] და ეკრანზე დაიწერება „შეიყვანეთ პაროლი“, ვაწვებით ღილაკს [0] და ისევ ღილაკს [ჯამი]. ეკრანზე დაიწერება „0.00“.

სალარო აპარატი მოყვანილია სამუშაო რეჟიმში. სალაროს ქვითრის გამოსაწერად კლავიატურაზე აკრიფედ სასურველი თანხა (მძიმის დაფიქსირება საჭირო არ არის) და შემდეგ ვაწვებით ღილაკს [სშ] და ღილაკს [1], ამის შემდეგ ვაწვებით ღილაკს [ჯამი] და ველოდებით ქვითრის ამობეჭდვას.

მაგალითად: 3 ლარი და 15 თეთრის გამოსაწერად ვკრეფთ: 

[3][1][5] --- თანხა

[სშ] --- სექციის ნიშანი

[1] --- სექცია

[ჯამი] --- ამობეჭდვა

თუ გსურთ ქვითარში რამდენიმე თანხის ჩაწერა, აკრიფეთ თანხა, მიუთითედ სექციის ნომერი, შემდეგ ისევ აკრიფედ მომდევნო თანხა, მიუთითედ სექცია და ა.შ. ბოლოს დააჭირეთ  ღილაკს [ჯამი] ქვითრის საბოლოო ამოსაბეჭდვად.

ჩეკში არასწორად შეყვანილი თანხის გაუქმება ან ჩეკის ანულირება იმ შემთხვევაში, თუ თანხა არასწორად არის აკრეფილი, წასაშლელად დააჭირეთ თითი ღილაკს [C] . თუ აკრიფედ თანხა, დააფიქსირეთ ღილაკით [სშ] და სექციის ნომერი ღილაკით [1] და ჯერ არ დაგიხურავთ ქვითარი, დააჭირეთ ღილაკს [ან დაბ] , შემდეგ ღილაკს [ჯამი], რის შემდეგაც ამოიბეჭდება ანულირებული ქვითარი და მასზე ეწერება „დოკუმენტი გაუქმებულია“.

Z-ანგარიშის ამობეჭდვა

Z-ანგარიშის ამოსაბეჭვდად ღილაკი [რეჟ] მრავალჯერადი დაჭერით, ვეძებთ წარწერას ეკრანზე „ანგარიში დაფარვით“?, შემდეგ ვაწვებით ღილაკს [ჯამი] ეკრანზე დაიწერება „შეიყვანეთ პაროლი“ და დავაჭიროთ ღილაკს [0] ეკრანზე დაიწერება „ანგარიში დაფარვით ფინანსური“? - შემდეგ ვაწვებით ღილაკს [ჯამი] ეკრანზე დაიწერება „ელჟ ამობეჭდვა“? და ვაწვებით ღილაკს [ჯამი], ამოიბეჭდება ელექტრონული ჟურნალი (სამუშაო დღის განმავლობაში გამოწერილი ქვითრების მიხედვით), შემდეგ ვაწვებით ღილაკს [C] და ველოდებით Z-ანგარიშის

ამობეჭდვას.

ქვითარი ამოიბეჭდება კრიპტოგრამით და ბოლოში დაიხატება ვარსკვლავები


 შენიშვნა:

 

1. იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა „არა ლენტი“ - ნიშნავს, რომ აპარატში გათავდა ლენტი ან ქაღალდი აპარატში არ არის სრულად დაფიქსირებული.

2. თუ ლენტზე ამოიბეჭდა წარწერა „ ჩაატარეთ დაფარვა“, უნდა ჩაატაროთ Z-ანგარიშის ფინანსური დაფარვა ( „ჩაატარეთ დაფარვა“ ამოიბეჭდება იმ შემთხვევაში, თუ

Z-ანგარიში, არ არის ჩატარებული 24 საათის განმავლობაში)

 


   ინსტრუქცია                   ყიდვა

 



 

 

 

აკლასისი ტიპის სალაროს მომხმარებლის ინსტრუქცია:

 



 

სალარო აპარატის ჩასართავად კლავიატურის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ  ჩართვის წითელ ღილაკს [CLERK] (ასევე შეგიძლიათ ჩართოთ-გამორთოთ აპარატის უკანა მხარეს on-off-ის ღილაკით)

სალაროს რეჟიმში შესასვლელად აკრიფეთ [1] [CLERK] [0001][CASH] დაიწერება 0,00 ყოველ მომდევნო დღეს ჩართვის შემდეგ აპარატი ავტომატურად გადადის 0,00 რეჟიმში და ამ პროცედურის გამეორება საჭირო აღარაა.

სალაროს ქვითრის გამოსაწერად კლავიატურაზე ვკრეფთ თანხას შემდეგ სექცია და ჯამი მაგალითად 5 ლარის და 20 თეთრის გამოსაწერეად:

[520] -თანხა

 [DP1]-სექცია

 [CASH]-ამობეჭდვა

თუ გსურთ ერთ ქვითარში რამოდენიმე თანხის ჩაწერა თანხის შემდეგ ვაფიქსირებთ სექციით [DP1],

შემდეგი თანხა ისევ სექცია ასე შემდეგ და ბოლოს [CASH]

ჩეკში არასწორად შეყვანილი თანხის წაშლა ან ჩეკის ანულირება:

არასწორად აკრეფილი თანხა იშლება C ღილაკით,თუ თანხა დავაფიქსირეთ სექციაში მაშინ ვაჭერთ ღილაკს A.VOID ვუთითებთ იმ სექციას სადაც დავაფიქსირეთ თანხა არასწორად, შემდეგ ვკრეფთ სწორ თანხას და ვაფიქსირებთ სექციით. თუ გვსურს ჩეკში ყველა თანხის ანულირება ვაჭერთ [SHIFT] და [A.VOID] –(ეს ყველაფერი შესაძლებელია ღილაკით [CASH] დაფიქსირებამდე)

Z-ანგარიშის ამობეჭდვა

ღილაკით [CLERK] ეკრანზე მოვძებნოთ Z რეჟიმი ამის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს [CASH] შეგვყავს Z-რეჟიმის პაროლი [9999] და ვაჭერთ ორჯერ ღილაკს [CASH] დაიბეჭდება Z-ანგარიში.

შენიშვნა:

1.იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა [პრინტერი ქაღალდი არ არის 64]-ნიშნავს რომ აპარატში დამთავრდა საბეჭდი ლენტი.

2. იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა [24საათი x22Zx22 ანგარიში 31] -ნიშნავს რომ არ მომხდარა Z-ის დაფარვა 24 საათის განმაბლობაში-ჩაატარეთ დაფარვა!

3.იმ შემთხვევაში თუ აპარატი პერიოდულად გამოსცემს ხმოვან სიგნალს-ეს ნიშნავს რომ აკუმულიატორი დასამუხტია.

ყურადღება სერვერთან კავშირის გაწყვეტის  შემთხვევაში აპარატი დაიბლოკება 72 საათის შემდეგ. (კავშირის აღდგენის შემდეგ აპარატი ავტომატურად გადასცემს დაგროვილ მონაცემებს)

 

ინსტრუქცია                   ყიდვა